ახალი ამბები

მომიტინგეები პარლამენტთან ინაცვლებენ

23 თებერვალი, 2021 • 430
მომიტინგეები პარლამენტთან ინაცვლებენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აქციაზე გამოსვლისას განაცხადა:

“ახლა ყველა ერთად ინგიროყვას ქუჩით, შემდეგ აქვე ჩიტაძის დაღმართით გავემართოთ პარლამენტისკენ. იქ, სადაც ყველაზე მთავარი ბოროტება ზის; იქ, სადაც ერთპარტიული პარლამენტია; იქ, სადაც რუსეთი გაამეფეს; იქ, სადაც მოსკოვია, მაგრამ ის თბილისია, თბილისის ცენტრია და ივანიშვილი მას ვერასდროს გაარუსებს. წავიდეთ, მეგობრებო, ახლა ერთად”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდოამრის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად, რომლის დასაკავებლადაც დღეს პარტიის ოფისში პოლიცია შტურმით შევიდა, კანცელარიასთან აქცია იმართება.

აქციას უერთდებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი