ახალი ამბები

ამის დაკარგვა უპასუხისმგებლობა იქნება — ლინკევიჩიუსი საქართველოს ევროინტეგრაციაზე

23 თებერვალი, 2021 • 614
ამის დაკარგვა უპასუხისმგებლობა იქნება — ლინკევიჩიუსი საქართველოს ევროინტეგრაციაზე

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე ეხმაურება.

“შეშფოთებული ვარ დაძაბულობით საქართველოში. ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს: მოწინავეები არიან ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის იმპლემენტაციაში, საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორია. ამ ყველაფრის დაკარგვა უპასუხისმგებლობა იქნება. ყველა ლიდერმა უნდა აჩვენოს თავშეკავება და უპირველესად, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ”, — ამბობს ლინკევიჩიუსი. 

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დღეს, 23 თებერვლის დილას დააკავეს. მელია პოლიციელებმა სპეციალური მანქანით უკვე წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ის ოფისის შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ნიკა მელია დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი