ახალი ამბები

ნიკა მელია სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგება – თალაკვაძე

23 თებერვალი, 2021 • 733
ნიკა მელია სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგება – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მელია “სამართლიანი სასამართლოს წინაშე” წარდგება. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, მელიამ საკუთარი თავი კანონგარეშედ გამოაცხადა და ქვეყნის სამართლებრივ წესრიგს და საკონსტიტუციო ინსტიტუტებს ძალადობრივად დაესხა თავს, რაც საბოლოოდ გამოხატვის თავისუფლებად “გაასაღა”.

“ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში. ეს არის სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე, თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურ კომპრომისებზე წავიდა მელიასთან მიმართებაში და შესთავაზა გირაოს გადახდა. თალაკვაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მელიამ წინასწარ იცოდა, გირაოს გადაუხელობის შემთხვევაში დააკავებდნენ, “განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა”, რომ “უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში”.

ამასთან, თალაკვაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა მელიას დაკავებისას ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს “თავისი მოვალობა და მთელი საზოგადეობის თვალწინ, სრულიად გამჭვირვალედ დააკავეს” მელია.

“ნიკა მელია წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ იქნება უკვე საშუალება იკამათოს საკითხებზე და საკუთრი არგუმენტები წარადგინოს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, მელიას დაკავებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნიკა მელიას თანაგუნდელებს ეკისრებათ, რადგან ისინი, თალაკვაძის თქმით, “ურჩევდნენ, აგულიანებდნენ და არწმუნებდნენ”, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტზე შეტევა დემოკრატიული და შედეგის მომცემია.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ “რადიკაულრმა ოპოზიციამ” დესტრუქციულად იმოქმედა და საკუთარი თავი შეიყვანა ჩიხში.

ნიკა მელიას დაკავება უარყოფითად შეაფასეს უცხოეთში. აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათამვჯდომარე ადამ კინზინგერმა ნიკა მელიას დაკავების პროცესში Twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა და საქართველოს მთავრობას “დრამატული ქმედებების” შეწყვეტისკენ მოუწოდა.

“პირდაპირ ეთერში ვადევნებდი თვალს ამ რეიდს. ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ახლახან ისევ  მოვახდინეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება. ეს არაა ისეთი რამ, რაც ავტომატურად ხდება. ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მხრიდან. მოცემულ დაძაბულ სიტუაციაში მთავრობას მოვუწოდებ ,ამ დრამატულ ქმედებებს შეეშვას” – განაცხადა კინზინგერმა.

მელიას დაკავებას Twitter-ზე გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი. მისი განცხადებით, საქართველოში მოვლენები “ძალიან სავალალოდ” ვითარდება.

მელიას დაკავებას ასევე გამოეხმაურნენ აშშ-ის და ბრიტანეთის საელჩოები. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ისინი “ღრმად არიან შეშფოთებული” მთავრობის გადაწყვეტიელბით:

“ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო”, – წერს საელჩო განცხადებაში.

ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლაიტონის თქმით კი, შოკირებულია მელიას დაკავებით.

“ახლა საქართველოს არ სჭირდება ძალადობა და ქაოსი თბილისში. მოვუწოდებ ყველა მხარეს იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში”, – განაცხადა კლაიტონმა.

საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თალაკვაძემ და განაცხადა, რომ “პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას”, “კანონის მიმართ დაუმორჩიელბლობას”, “ძალადბოის წახალისებას” და “კანონგარეშედ თავის გამოცხადებას” ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში “ზუსტად ისეთი პასუხი ექნება, როგორც საქართველოში”.

ნიკა მელია დააკავეს

ამაზე სამარცხვინო გასაბჭოების 100 წლისთავზე ვერაფერი მოხდებოდა – ლომჯარია

მასალების გადაბეჭდვის წესი