ახალი ამბები

ამაზე სამარცხვინო გასაბჭოების 100 წლისთავზე ვერაფერი მოხდებოდა – ლომჯარია

23 თებერვალი, 2021 • 1424
ამაზე სამარცხვინო გასაბჭოების 100 წლისთავზე ვერაფერი მოხდებოდა – ლომჯარია

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისსზე შტურმსა და პარტიის თამვჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

ლომჯარია თავის განცხადებაში აკრიტიკებს მთავრობას და მას უწოდებს „საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს“.

„არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლისთავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმდრბა, რასაც აუცილებლად მოჰყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება.

ალბათ, ესეც არის მიზანი… საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა…“, – წერს ლომჯარია.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დღეს, 23 თებერვლის დილას დააკავეს. მელია პოლიციელებმა სპეციალური მანქანით უკვე წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ის ოფისის შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი