ახალი ამბები

“მოვლენები ძალიან სავალალოდ ვითარდება საქართველოში” — კარპენტერი

23 თებერვალი, 2021 • 623
“მოვლენები ძალიან სავალალოდ ვითარდება საქართველოში” — კარპენტერი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი ტვიტერზე ეხმაურება შტურმს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე, რასაც პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება მოჰყვა.

“მოვლენები ძალიან სავალალოდ ვითარდება საქართველოში, სადაც ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისზე შტურმი განხორციელდა. ვიმედოვნობ, საღი აზრი გაიმარჯვებს და ვითარების დეესკალაცია ჯერ ჯიდევ შესაძლებელია”, — წერს კარპენტერი ტვიტერზე.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დღეს, 23 თებერვლის დილას დააკავეს. მელია პოლიციელებმა სპეციალური მანქანით უკვე წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ის ოფისის შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ნიკა მელია დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი