ახალი ამბები

ილია II: “მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი”

15 თებერვალი, 2021 • 1818
ილია II: “მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი”

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე ამბობს, რომ მეუფე პეტრე საკუთარი შვილივით გაზარდეს, თუმცა განსაცდელი მოხდა. ამის შესახებ მან მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას ისაუბრა. მის განცხადებას “საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს.

ასე გამოეხმაურა ილია მეორე მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს.

“თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დღეებში დიდი განსაცდელი იყო ეკლესიაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა განსაცდელი ეძლევა ადამიანს, ძალაც ეძლევა, მადლიც ეძლევა. მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება, უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს. ყველას გილოცავთ დღესასწაულს! აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა დადიდებად ერისა შენისა ისრაელისა“. ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესა და სხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის, წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ”, — ამბობს ილია მეორე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი