ახალი ამბები

ბაქრაძის თქმით, პასუხისმგებლობა უგულავამ და ბოკერიამაც უნდა აიღონ

12 თებერვალი, 2021 • 850
ბაქრაძის თქმით, პასუხისმგებლობა უგულავამ და ბოკერიამაც უნდა აიღონ

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის აზრით, პარტიის განახლება, მასთან ერთად, გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიასაც უნდა შეეხოს, თუმცა ამ საკითხზე ბოკერიას განსხვავებული აზრი აქვს.

“მე მიმაჩნია, რომ განახლება არ უნდა ეხებოდეს ლიდერების მხოლოდ ნაწილს. განახლების და პასუხისმგებლობის სწორი სიგნალი არის, პარტიის ყველა ლიდერის — ამ შემთხვევაში სამ ლიდერზეა საუბარი —   მხრიდან ხდება პასუხისმგებლობის აღება და ლიდერები ახალ სახეებს უთმობენ ასპარეზს. გიგი უგულავა და გიგა ბოკერია თავად გააკეთებენ განცხადებას, თუმცა არ დავმალავ, არსებობს აზრთა განსხვავებები ამ მიმართულებითაც. არასწორად მიმაჩნია ლიდერების ნაწილის წასვლა და ნაწილის დარჩენა”, – თქვა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე პარტიული პოლიტიკიდან პაუზას იღებს და ამბობს, რომ “ევროპული საქართველოს” მომავალ ყრილობაზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. გიგი უგულავას თქმით, პარტიის ხელმძღვანელობიდან მიდის, ხოლო პარტიაში განახლების შემთხვევაში დარჩება. გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ კონკრეტულ თანამდებობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

პარტიული პოლიტიკიდან პაუზას ვიღებ – ბაქრაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი