ახალი ამბები

პარტიული პოლიტიკიდან პაუზას ვიღებ – ბაქრაძე

12 თებერვალი, 2021 • 841
პარტიული პოლიტიკიდან პაუზას ვიღებ – ბაქრაძე

დავით ბაქრაძე “ევროპულ საქართველოს” თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პარტიული პოლიტიკიდან პაუზას იღებს.

როგორც ბაქრაძემ პარტიის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, “ევროპული საქართველოს” მომავალ ყრილობაზე აღარ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას თავმჯდომარის პოსტზე.

“ხანგრძლივი ფიქრის და მსჯელობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, “ევროპული საქართველოს” მომდევნო ყრილობაზე, რომელიც გაიმართება არაუგვიანეს მაისისა, არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. პარტიას სჭრიდება მუდმივი განახლება”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

განახლების აუცილებლობის გარდა, ბაქრაძემ გადაწყვეტილების მიზეზად საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული ცუდი შედეგი დაასახელა.

“თანამედროვე პოლიტიკური კულტურის ნაწილია, როდესაც ლიდერი იღებს პასუხისმგებლობას შედეგზე”, – განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, ის ოპოზიციური პოლიტიკური ფლანგიდან არ მიდის და არ ცვლის პოზიციას მნიშვნელოვან საკითხებზე.

“მაისიდან, როდესაც ჩატარდება ყრილობა, ვიღებ პაუზას პარტიულ პოლიტიკაში, მაგრამ როგორ ვაპირებ გაგრძელებას, არ ვიცი…  დიდი ხანია, დაწყებული მაქვს დისერტაცია, შეიძლება დავასრულო. მაქვს მოწვევები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ლექციის წაკითხვაზე. ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობაა”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი