ახალი ამბები

დარჩიაშვილი პროკურატურაში წარწერით “უკან, საბჭოთა კავშირში” მივიდა

3 თებერვალი, 2021 • 568
დარჩიაშვილი პროკურატურაში წარწერით “უკან, საბჭოთა კავშირში” მივიდა

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე ენმ-ის ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი მაისურზე წარწერით “უკან საბჭოთა კავშირში” მივიდა.

დარჩიაშვილის თქმით, პროკურატურის ქმედებები საბჭოთა პროკურატურას ახსენებს. რაც შეეხება აღნიშნულ საქმეს, ის აღნიშნავს, რომ უწყება მას 2012 წელს საპარლამენტო დებატების დროს გაკეთებული განცხადების გამო იბარებს, რაც არაკონსტიტუციურია:

“აბსოლუტურად საბჭოთა სტანდარტით მუშაობს პროკურატურა. ეს მე არაერთხელ მითქვამს. მთელი ეს კარტოგრაფების საქმე მაგონებს, ვიშინსკი იყო სტალინის პროკურორი, იმდროინდელი საბჭოთა პროკურატურის ქმედებებს და უშაულოდ პროკურორებს, ასე ვეტყვი. დაბარების საბაბს რაც შეეხება, ჩემს საპარლამენტო გამოსვლას იხსენებენ.

მინდა შევახსენო, რაც არ უნდა მეთქვა, მათივე გადაკეთებული კონსტიტუციით, რომელიც 2018-ში მიიღეს, დეპუტატს, – დაკითხვებს, თუ რა თქვა მან საპარლამენტო დებატების დროს,- საიდან აქვს ეს ინფორმაცია, ათავისუფლებს.

უფლება არ აქვს პროკრუატურას, ამ თემებზე მელაპარაკოს. ის, რა ვითარებაც არის საზღვარზე, სერგო ორჯონიკიძის და იოსებ ბესარიონის ძე სტალინის დამსახურებაა და მათ მოსთხოვონ პასუხი. მთავარია, არანაირი შეთანხმება არ მომხდარა და რაც არ მომხდარა, იმაზე სისხლის სამართლის საქმე როგორ უნდა აღძრა?” – თქვა დარჩიაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე.

დავით დარჩიაშვილს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამოკითხვაზე იბარებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი