ახალი ამბები

“მარტო ერთმა კი არა, სისტემამ დააშავა” – ვოლსკი დავითგარეჯაზე

2 თებერვალი, 2021 • 632
“მარტო ერთმა კი არა, სისტემამ დააშავა” – ვოლსკი დავითგარეჯაზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის თქმით, დავითგარეჯის საკითხზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ მთელ სისტემას ეკისრება.

“გასაგებია საზოგადოების გაღიზიანება დავითგარეჯის თემასთან დაკავშირებით, დამოკიდებულება და ემოციების შეჯახება ერთმანეთზე. თვალსაჩინოა, რომ ეს ადამიანები, მიწათამზომველები, რომლებიც არ არიან სპეციალისტები და რომლებმაც გარკვეულ ოქმებზე მოაწერეს ხელი, უნდა საზოგადოებას წარუდგინონ და ხშირ შემთხვევაში ერთი მათგანი ატარონ თავშეყრის ადგილებზე, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს, იქნებ ვინმემ აგრესია გამოხატოს. …და იქნებ, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა ისეთი, როგორსაც ისინი მოელიან, ხელისუფლების თუ არა, საზოგადოების სასამართლოზე ზეწოლას დააბრალონ. ეს ტაქტიკა იმდენად ადვილად იშიფრება, რომ ამაზე საუბარიც კი აღარ იყო საჭირო”, – განაცხადა ვოლსკიმ, რომელიც გამოემხაურა მოქალაქის მიერ ივერი მელაშილისთვის ერთ-ერთ მაღაზიაში შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

გიორგი ვოლსკიმ ასევე გააკრიტიკა წინა ხელისუფლების სტრატეგია აზერბაიჯანისთვის სტრატეგიული სიმაღლეების დათმობის თაობაზე დავითგარაჯის სამონასტრო კომპლექსის სრულად საქართველოს საზღვრებში მოქცევის სანაცვლოდ.

“სულ ახლახან გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც 2007 წელს აკეთებს პრეზიდენტი სააკაშვილი: ისე უნდა გავყოთ საზღვარი მეზობელ ქვეყანასთან, რომ ეს სიმაღლე, რომელიც მას სტრატეგიულად სჭირდება, უნდა იყოს მისიო, ხოლო კომპლექსი უნდა იყოს ჩვენიო, რაც გეომეტრიულადაც, ლოგიკურადაც არის აბსურდი და მიწათმომწყობიც ადვილად გაერკვევა ამაში. თუკი ამ აბსურდს კონკრეტული ადამიანები მიჰყვებიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც ერთმა დააშავა, სისტემამ დააშავა და ამას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს. ეს იგივეა თქვა, რომ მეზობელ ქვეყანას სჭირდება და მთაწმინდას დავუთმობ და დანარჩენი ტერიტორია ისე შემოიხაზება, რომ ჩვენად უნდად დარჩესო”, – განაცხადა ვოლსკიმ.

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი