ახალი ამბები

პარლამენტმა ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

2 თებერვალი, 2021 • 1155
პარლამენტმა ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 51 დეპუტატის განცხადებას მათთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით.

პარლამენტმა თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე უყარა კენჭი და არცერთი მათგანის განცხადება არ დააკმაყოფილა.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით აამოქმედა საპარლამენტო საქმიანობის საბოტაჟის პრევენციული მექანიზმი, ამავდროულად, ოპოზიციას სადეპუტატო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შანსს აძლევს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციამ, საერთო ჯამში, 60 მანდატი მოიპოვა. თავდაპირველად ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ არჩევნების გაყალბებულად გამოაცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო “პატრიოტთა ალიანსიდან” გამოსულმა 4-მა (ავთანდილ ენუქიძე, გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია) და პარტია “მოქალაქეების” 2-მა დეპუტატმა (ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი). საპარლამენტო საქმიანობაში ამ დრომდე არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებები არ დაუწერია “გირჩის” სამ წარმომადგენელს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს.

უმრავლესობას მოვუწოდებ, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება — ზურაბიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი