პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლომდე შემოვა. ამის შესახებ გახარიამ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაწერა.
“Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა! მადლობა ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს მეგობარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის”, – წერს გახარია
მისი თქმით, ეროვნული გეგმის შესაბამისად, დოზების მიღებისთანავე დაიწყება მედპერსონალის ვაქცინაცია.