ახალი ამბები | , ,

ლატვიამ საქართველოს Pfizer-ის 83 070 დოზა ვაქცინა გადასცა

16 ოქტომბერი, 2021 | | 604
ლატვიამ საქართველოს Pfizer-ის 83 070 დოზა ვაქცინა გადასცა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ლატვიის მთავრობამ საქართველოს 83 070 დოზა Pfizer–ის ვაქცინა გადასცა.

ფაიზერის ვაქცინა, რომელიც გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შეიქმნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

საქართველოში მოქმედი რეგულაციებით, Covid-19 საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აცრა უკვე შეუძლიათ:

  • 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს;
  • 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.

გარდა ამისა, Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილ პირებს დამატებით Pfizer-ის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით:

  • ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს.
  • აღნიშნულმა პირებმა ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ სამგზავრო ბილეთი/ჯავშვანი, მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ, დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და ა.შ.

ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს მოქალაქეებს, აიცრან, რადგან ეს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალებაა.

16 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 5076 ახალი შემთხვევა და 44 ადამიანი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი