ახალი ამბები

შეზღუდვების დარღვევისთვის 24 საათში 764 ადამიანი დაჯარიმდა

24 იანვარი, 2021 • 743
შეზღუდვების დარღვევისთვის 24 საათში 764 ადამიანი დაჯარიმდა

შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების  ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევისთვის 100 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 664 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას 20-ლარიანი ჯარიმის სახით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი