ახალი ამბები

მერიასთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია იმართება

23 იანვარი, 2021 • 744
მერიასთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია იმართება

თბილისის მერიასთან აქტივისტები დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას ითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებსი მიერ შეზღუდვების გახანგრძლივება არჩევნების შედეგების გამო მოსახლეობის პროტესტის ჩახშობის მცდელობაა:

“მიზეზი არის რეგულაციების განხანგძლივება განუსაზღვრელი ვადით. ვის ეხალისება თავის რისკის ქვეშ დაყენება. ყველა ინფორმირებული ვართ COVID-ის ნეგატიური შედეგების შესახებ.

ჩვენ გვინდა ჩავკეტოთ მერიის პარგინგი და მერიის თანამშრომლებმა ერთხელ მაინც შეიგრძნონ რიგითი მოქლააქეები როგორ დადიან მანქანების გარეშე. ამათ არ უნდათ ოდნავი დისკომფორტი შეიქნან და ხალხი უნდა იყოს გმაოკეტილი და კონტროლის ქვეშ. ამ ყველაფრის მიზანი არის ერთი, ხალხი არ გამოვიდეს და არ გააპროტესტოს არჩევნების შედეგები” – აცხადებენ აქტივისგები.

მერიასთან შეკრებილებმა შენობის პარკინგის გადაკეტვაც სხადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

რა შეზღუდვები იხსნება და რჩება თებერვალ-მარტში

მასალების გადაბეჭდვის წესი