ახალი ამბები

რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით 24 იანვარს აქცია გაიმართება

23 იანვარი, 2021 • 638
რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით 24 იანვარს აქცია გაიმართება

რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით, ხვალ 24 იანვარს თბილისში მოქალაქეები აქციის მოწყობას გეგმავენ. აქცია მთავრობის კანცელარიასთან 14:00 საათზეა დაანონსებული.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია გააერთიანებს ყველა იმ სეგმენტის პროტესტს, სადაც აკრძალვები განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას და ლახავს ადამინთა უფლებებს.

ორგანიზატორების განცხადებით აქციაზე გაჟღერდება შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა სხვადასხვა მიმართულებით:

  • ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა;
  • სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება;
  • საზოაგდოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის მოხსნა;
  • სახელოვნებო სივრცეების ფუნქციონირების აღდგენა;
  • კომენდანტის საათის შემსუბუქება და ა.შ.

ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვინც შეზღუდვებს უსამართლოდ მიიჩნევს შეუერთდნენ.

პროტესტს უერთდებიან პოლიტიკოსებიც. აქციაზე დასწრების შესახებ განცხადებები გააკეთა “ლელომ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა”. აქციას ასევე უერთდებიან ზურა ჯაფარიძე, ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარია.

რა შეზღუდვები იხსნება და რჩება თებერვალ-მარტში

მასალების გადაბეჭდვის წესი