ახალი ამბები

ბრაზილიამ რუსული ვაქცინის ნებართვის მისაღებ მოთხოვნას უარით უპასუხა | Covid-19

17 იანვარი, 2021 • 1226
ბრაზილიამ რუსული ვაქცინის ნებართვის მისაღებ მოთხოვნას უარით უპასუხა | Covid-19

ბრაზილიის სანიტარული ზედამხედველობის ეორვნულმა სააგენტომ (Anvisa) უარი განაცხა, განეხილა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის ნებართვის მისაღები განაცხადი.

სააგენტოს განცხადებში ნათქვამია, რომ ბრაზილიაში Sputnik V-ის საგანგებო გამოყენებისთვის ნებართვის მისაღებად განაცხადი ბრაზილიურმა კომპანია União Química-მ წარმოადგინა, რომელმაც ქვეყანაში რუსული ვაქცინა უნდა შეიტანოს. მარეგულირებელი აცხადებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი, კერძოდ, არ იყო საკმარისი ინფორმაცია ვაქცინის კლინიკური ცდის მესამე, დასკვნითი ფაზის ჩატარებისა და მისი შედეგების შესახებ. სწორედ ამიტომ, განაცხადი საერთოდ არ განუხილავთ.

როგორც რუსული ტელეარხი “დოჟდი” იტყობინება, União Química ხელმეორედ შეეცდება ნებართვის მისაღებად და დოკუმენტებში არსებული ხარვეზების გამოსწორებას.

“დოჟდის” ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმეგო რუსულმა ვაქცინამ გამოყენების ნებართვა, რუსეთის გარდა, უკვე მიიღო სერბეთში, არგენტინაში, ბელარუსში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელასა და პარაგვაიში.

მასალების გადაბეჭდვის წესი