პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობის გასაპროტესტებლად შეკრებილ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
დემონსტრანტების განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა”.
პოლიციამ საპროტესტო აქციის 9 მონაწილე დააკავა. მათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ამ წუთებში პარტია “ქართული ოცნების” რიგით მე-6 ყრილობა იმართება.
ფოტო გარეკანზე: TVპირველი