ახალი ამბები

ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და არ დაუდასტურდა — ჯაღმაიძე

10 იანვარი, 2021 • 1169
ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და არ დაუდასტურდა — ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ მან დღეს, 10 იანვარს, განაცხადა.

გუშინ, 9 იანვარს, საპატრიარქოში აცხადებდნენ, რომ ილია მეორესთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმებოდა.

“ყველა ტესტზე პასუხი არის უარყოფითი, მათ შორის უწმინდესის და უნეტარესის არის უარყოფითი. ასე, რომ ყველანი ჯანმრთელად არიან. იყო ასეთი გადაწყვეტილება, რომ [ილია მეორეს] არ ჩაუტარდებოდა, მერე მაინც ყოველი შემთვევისთვის დააზღვიეს”, — განუცხადა ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს.

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. საპატრიარქოში ლუგარის ლაბორატორიიდან ეპიდემიოლოგები მივიდნენ და თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარეს. საპატრიარქოში ამბობენ, რომ მათ თანამშრომლებს შორის ჩატარებული ყველა PCR ტესტის პასუხი უარყოფითია.

შორენა თეთრუაშვილი ამჟამად იზოლაციაშია, ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი – საპატრიარქო

მასალების გადაბეჭდვის წესი