ახალი ამბები

ამ ეტაპისთვის ილია II-სთვის კოვიდ ტესტის ჩატარება არ იგეგმება – საპატრიარქო

9 იანვარი, 2021 • 1476
ამ ეტაპისთვის ილია II-სთვის კოვიდ ტესტის ჩატარება არ იგეგმება – საპატრიარქო

საპატრიარქოს განცხადების თანახმად, ამ ეტაპისთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისთვის, ილია მეორესთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს კი საპატრიარქოში ლუგარის ლაბორატორიიდან ეპიდემიოლოგები მივიდნენ და თანამშრომლებს PCR ტესტებს ჩაუტარებენ.

„აღსანიშნავია, რომ ასეთი ტესტირება საპატრიარქოს თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს პერმანენტულად უტარდებათ.

რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის მისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე:

თეთრუაშვილის პასუხი კორონავირუსზე საეჭვო დადებითია – პატრიარქის ექიმი

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.