ახალი ამბები

შორენა თეთრუაშვილი ამჟამად იზოლაციაშია, ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი – საპატრიარქო

7 იანვარი, 2021 • 1200
შორენა თეთრუაშვილი ამჟამად იზოლაციაშია, ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი – საპატრიარქო

შორენა თეთრუაშვილი ამჟამად იზოლაციაში იმყოფება, ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი – საპატრიარქო

პატრიარქის მდივან- რეფერანტის ჯანმრთლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საპატრიარქო ინფორმციას ავრცელებს:

“მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.

აღნიშნულის შესახებ გაცნობებთ, რომ ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ამის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად იგი იზოლაციაშია. მან გაიკეთა PCR ტესტი, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი”, – აცხადებს საპატრიარქო.

“ნეტგაზეთს” პატრიარქის პრესსპიკერი არ პასუხობს, თუმცა 7 იანვრის დილით სწორედ მასზე დაყრდნობით “ტაბულამ” გაავრცელა ცნობა, რომ შორენა თეთრუაშვილს კოვიდ 19 დაუდასტურდა.  ნეტგაზეთმა ცნობა თეთრუაშვილის ინფიცირების შესახებ სწორედ ამაზე დაყრდნობით გაავრცელა, მოგვიანებით ჯაღმაიძემ ასევე “ტაბულას” განუცხადა, რომ “ცოტა არასწორი” ინფორმაცია მიაწოდა:

“ცოტა არაზუსტად მოგაწოდეთ ინფორმაცია, როგორც დავაზუსტე, ოფიციალური პასუხი ჯერ არ ყოფილა. ანუ მას ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც აღმოაჩნდა კორონა და თავად მას აღმოაჩნდა სიმპტომები. ახლა იზოლაციაშია, ანალიზის პასუხი იქნება ხვალ”, – განუცხადა დეკანოზმა ჯაღმაიძემ “ტაბულას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი