ახალი ამბები

ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება

8 იანვარი, 2021 • 1064
ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება

აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აპირებს დაესწროს თავისი შემცვლელის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას, რომელიც 20 იანვარს ვაშინგტონში გაიმართება.

“მათთვის, ვინც მკითხა, არ ვაპირებ 20 იანვარს ინაუგურაციაზე დასწრებას”, – დაწერა ტრამპმა ტვიტერზე. ამის მიზეზი კი, მისი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნები ჯო ბაიდენის სასარგებლოდ გაყალბებაა.

ტრამპი ბოლო წუთამდე ცდილობდა არჩევნების შედეგების გაუქმებას და ამისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავდა, მაგრამ უშედეგოდ. ამერიკულმა სასამართლოებმა დონალდ ტრამპის სარჩელების უმრავლესობა საერთოდ არ მიიღეს წარმოებაში და არ დააკმაყოფილეს საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო. გარდა ამისა, სადავო შტატებში ტრამპისვე მოთხოვნით რამდენიმეჯერ გადაითვალეს შედეგები. მიუხედავად ამისა, არჩევნების შედეგები არ შეცვლილა და ეჭვქევშ არ დამდგარა ბაიდენის გამარჯვება.

6 იანვარს კონგრესის მიერ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოფიციალურად დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობდა, რა დროსაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ჯგუფები თავს დაესხნენ შენობას, რათა პროცესი ჩაეშალათ და ამ გზით შეეჩერებინათ ჯო ბაიდენის პრეზიდენტად დამტკიცება. არეულობის შედეგად  5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, კაპიტოლიუმის დაცვის თანამშრომელი.

კაპიტოლიუმის შეჭრას მე-5 ადამიანი ემსხვერპლა – რა ხდება ამერიკაში

მასალების გადაბეჭდვის წესი