ახალი ამბები

მიტროპოლიტი ანტონი კოვიდ 19-ით კლინიკაში მკურნალობს

7 იანვარი, 2021 • 1214
მიტროპოლიტი ანტონი კოვიდ 19-ით კლინიკაში მკურნალობს

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონს კოვიდ 19 დაუდასტურდა. ის კლინიკაშია მოთავსებული.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს”  პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ დაუდასტურა. მისი თქმით, მეუფე ანტონს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და საავადმყოფოშია მოთავსებული:

“ახლაც ვესაუბრე მის ექიმს, კარგადაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – უთხრა შარტავამ “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი სწორედ მიტროპოლიტ ანტონის კონტაქტია – მას სიმპტომები აქვს და PCR ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

“ნეტგაზეთმა” პატრიარქის პირად ექიმს ილია მეორის ჯანმრთლეობის მდგომარეობაზეც ჰკითხა – შარტავა თქმით, მიტროპოლიტი არაა პატრიარქის კონტაქტი და ტესტირება არ ჩატარებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი