საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 31 ადამიანი გარდაიცვალა. სულ, კი კორონავირუსით საქართველოში ამ დრომდე გარდაცვლილია 2 603 ადამიანი.
3 იანვრის მონაცემებით, საქართველოში 897 მძიმე კოვიდ ინფიცირებული პაციენტია, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 299 პირი.
გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 2795 ტესტი.
მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 844 399 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ვირუსით ინფიცირების 85 მილიონზე მეტი შემთხვევა.
3 იანვარი: 24 საათში 2795 ტესტი და კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა საქართველოში