გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 2795 ტესტი.
ამ ინფორმაციას მთავრობა აქვეყნებს.
ჩატარებული ტესტების ტიპები გასულ 24 საათში ასე ნაწილდება: 1 868 კვლევა ანტიგენის ტესტით და 927 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 417 ახალი შემთხვევა გეოგრაფიულად ასე ნაწილდება:
- თბილისი-128
- აჭარა – 37
- იმერეთი – 71,
- ქვემო ქართლი – 33,
- შიდა ქართლი – 32,
- გურია – 9,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45,
- კახეთი – 29,
- მცხეთა-მთიანეთი – 24,
- სამცხე-ჯავახეთი – 8,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 169-ს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 603-ს. გასულ 24 საათში ვირსუსს კიდევ 31 ადამიანი ემსხვერპლა.
მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 098, საიდანაც, 4 209 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. საავადმყოფოებში განაწილება:
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 098, საიდანაც, 4 209 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისი – 2 071,
აჭარაში – 370,
იმერეთში – 778.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 897 პირი, მათ შორის, თბილისში – 395, აჭარაში – 90, იმერეთში – 216.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 299 პირი, მათგან თბილისში – 181, აჭარაში – 23, იმერეთში – 35. 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 230- თბილისში, 457 – აჭარაში, 53 – იმერეთში. 1 049 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.