ახალი ამბები

რუსთავში, ბაზრობაზე დასაქმებულები მუშაობის უფლებას ითხოვენ

25 დეკემბერი, 2020 • 1193
რუსთავში, ბაზრობაზე დასაქმებულები მუშაობის უფლებას ითხოვენ

ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრობაზე ტანსაცმლის მაღაზიებში დასაქმებული მოქალაქეები მუშაობის განახლებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ბიზნესის გადასარჩენად აუცილებელია ბაზრობის გახსნა.

“ჩვენ ველოდებოდით 24 დეკემბერს, რომ მუშაობა გაგვეგრძელებინა, თუმცა ეს იმედიც გადაგვეწურა, გვაქვს ბანკის ვალებიც”, – აცხადებს ტანსაცმლის მაღაზიაში დასაქმებული ერთ-ერთი პირი.

მოვაჭრეების თქმით, მათ მიიღეს დაპირება, რომ ბაზრობა გაიხსნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით უკვე არსებული შეზღუდვები სრულად არ მოხსნილა. მთავრობის გადაწყვეტილებით ბაზრობები არ გახსნილა, თუმცა მუშაობას აგრძელებენ აგრარული ბაზრები და დიდი სავაჭრო მოლები. 

ინფორმაციის გასაგებად, თუ რომელი შეზღუდვები იხსნება 24 დეკემბერს და რომელი რჩება ძალაში, გაეცანით – აქ.

ნოემბრის ბოლოს რუსთავში, სტამბულის ბაზრობასთან მომუშავე გარემოვაჭრეებმაც გამართეს აქცია. ისინი აპროტესტებდნენ მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, რომელთა მიხედვითაც, მუშაობის გაგრძელების საშუალება არ ეძლეოდათ.

რუსთავში ბაზრობაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მასალების გადაბეჭდვის წესი