ახალი ამბებირეკლამა

„თბილღვინოს“ საფერავმა ლონდონში საერთაშორისო კონკურსის მთავარი ჯილდო მიიღო

22 დეკემბერი, 2020 • 1524
„თბილღვინოს“ საფერავმა  ლონდონში საერთაშორისო კონკურსის მთავარი ჯილდო მიიღო

„თბილღვინოს“ საფერავმა ლონდონში, IWC-ს (International Wine Challenge) საერთაშორისო კონკუსზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და პირველი ქართული ღვინო გახდა, რომელმაც კონკურსის მთავარი ჯილდო, საუკეთესო წითელი ღვინის ტიტული მიიღო.

International wine challenge (IWC) ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც უკვე 37 წელია ტარდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ღვინის ყველაზე აკადემიურ, მკაცრ და გავლენიან კონკურსადაა მიჩნეული.

საკონკურსო ღვინოს, ბრმად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად 8 სომელიე აგემოვნებს. დეგუსტაციის დროს, ჟიურიმ არაფერი იცის ღვინის მწარმოებლისა და ბრენდის შესახებ.

საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართულმა ღვინომ, „თბილღვინოს“ საფერავმა IWC-ს საერთაშორისო კონკურსზე ლონდონში, უმაღლესი ჯილდო – საუკეთესო ღვინის ტიტული მიიღო, რაც ღვინის ბაზრის ყურადღებასა და ინტერესს იწვევს, როგორც კომპანიისთვის, ასევე ქვეყნისთვისაც და ქართული ღვინის ცნობადობას ზრდის.

წელს „თბილღვინოს“ ღვინომ საერთაშორისო კონკურსებზე 31 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის აღსანიშნავია IWC-ზე ღვინის – „მუკუზანი განსაკუთრებული მარაგი“ მიერ მოპოვებული ოქროს მედალი და Decanter, London 2020-ზე მუკუზანის მიერ მიღებული ოქროს ჯილდო.

მუკუზანი

2020 წლის დეკემბრის დასაწყისში „თბილღვინოს“ მიერ შექმნილი უნიკალური ანიმაცია გამოჩნდა, რომელიც 3 წუთში აცნობს მნახველს ღვინის ისტორიას საქართველოში, ქვეყნის საკრალურ მითებსა და ქართველების დამოკიდებულებას ღვინისადმი.

ქვის ხანიდან თანამედროვეობამდე სხვადასხვა ეპოქის ყველასთვის ნაცნობ ადამიანებსა და ამბებს ერთი რამ – ღვინის კულტურა აერთიანებს. თუ როგორ – ამაზე პასუხს ანიმაცია იძლევა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„თბილღვინოს” ანიმაციის იდეა უცხოელი პარტნიორებისთვის საქართველოს ისტორიისა და ვაზის განვითარების გზის გასაცნობად გაჩნდა.

ანიმაციის მიზანი იყო საქართველოს 8000 წლიანი, უმდიდრესი და მრავალფეროვანი ღვინის ისტორიის გაცოცხლება.

ანიმაციაზე მუშაობა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სააგენტო Hans & Gruber-ის მიერ შექმნილი კონცეფციის მიხედვით.

სცენარის ისტორიული დეტალები არქეოლოგ დავით ნასყიდაშვილის დახმარებით გადამოწმდა. პალინოლოგი ელისო ყვავაძე, არქეოლოგი იულონ გაგოშიძე და ენათმეცნიერი ლევან კოჭლამაზაშვილი ანიმაციის შექმნისას რჩევებს აძლევდნენ ავტორებს.

ანიმაცია სტუდია Animaroty-მ შექმნა. Hans&Gruber-ის არტ დირექტორმა, გიორგი მაღრაძე Artman-მა პერსონაჟებისა და პეიზაჟების სახე განსაზღვრა,  რაც სტუდია Animatory-მ გააცოცხლა, მუსიკალურ კომპოზიციაზე კი Postred-მა იმუშავა.

კომპანიათბილღვინოს ისტორია ათწლეულებს ითვლის და 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმოს გახსნით იწყება. პირველივე საწარმომ ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა.

„თბილღვინოს” ღვინის წარმოების თანამედროვე ფილოსოფია აქვს: მთავარია  მომხმარებელის ინდივიდუალური სურვილები და გემოვნება.

წელს, შარშანდელთან შედარებით კომპანიას გაყიდვების 7%-იანი ზრდა აქვს, რაც კრიზისის გათვალისწინებით იმედისმომცემი მაჩვენებელია.

„თბილღვინომ” ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაიწყო ზომების მიღება, შექმნა ანტიკრიზისული მარკეტინგული ბიუჯეტი ფასისა და გაყიდვების დინამიკის შესანარჩუნებლად.

კომპანიამ შეიქმნა ასევე ონლაინ მაღაზია, სადაც მომხმარებელს შეუძლია განსხვავებული შეთავაზებების მიღება და ღვინის ყიდვა ნებისმიერი საკურიერო მომსახურების საშუალებით.

„თბილღვინო” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დიდი ღვინისმწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომლის პროდუქციასაც 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ და ენდობიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი