ახალი ამბებირეკლამა

თბილღვინოს წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე

16 აგვისტო, 2021 • 1085
თბილღვინოს წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე

ღვინის მწარმოებელ კომპანია „თბილღვინოს“თითქმის 60 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია დაარსდა 1962 წელს და საერთაშორისო აღიარებაც მალევე მოიპოვა. 1999 წლიდან „თბილღვინოს“ ძმები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები მართავენ. ამ პერიოდიდან კომპანიის ისტორიაში განვითარების სრულიად ახალი ეტაპი იწყება. ღვინის მწარმოებელ ამ კომპანიას  70-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.

  • კონცეფცია, რომელიც საერთაშორისო წარმატებას განაპირობებს

„თბილღვინო“ აკონტროლებს და მართავს ღვინის წარმოების სრულ ჯაჭვს – ვენახებისთვის მიწის სწორი შერჩევიდან პროდუქციის დისტრიბუციამდე.

კომპანია წლების განმავლობაში იღებს ჯილდოებს მსოფლიოში აღიარებულ კონკურსებზე. თანმიმდევრული და განუწყვეტელი წინსვლა კი სტაბილურ ხარისხსა და სანდოობას განაპირობებს.

სწორი კონცეფციის შედეგია ის, რომ ლონდონში ჩატარებულ, მსოფლიოს გავლენიან საერთაშორისო კონკურსებზე, „თბილღვინო“ ქართული ღვინის ისტორიაში ყველაზე მეტი, 47 მედლით დაჯილდოვდა.

კონკურსზე – Decanter World Wine Awards 2021 „თბილღვინომ“18 ჯილდო დაიმსახურა – 6 ვერცხლი და 12 ბრინჯაო, IWC London 2021-ზე 21 ჯილდო მოიპოვა, IWSC London 2021-ზე კი 8 მედლით დაჯილდოვდა.

თბილღვინოს ჯილდოები

„თბილღვინოს“ წარმატება საერთაშორისო კონკურსებზე ქართული ღვინის წარმატებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ინფლუენსერებმა, სახელგანთქმულმა ექსპერტებმა და ღვინის ენთუზიასტებმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან გაიცნეს ქართული ღვინის დამზადების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და დააგემოვნეს ქართული ღვინო.

  • ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით დაჯილდოებული მუკუზანი და ნაფარეული

2016 წლის ნაფარეულმა და 2018 წლის მუკუზანის განსაკუთრებულმა მარაგმა დიდ კონკურსზე – International Wine & Spirits Competition – მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. ორივე ღვინო ოქროს მედლებით დაჯილდოვდა.

საერთაშორისო კონკურსებზე დიდი წარმატება მოიპოვა „თბილღვინოს“ ახალმა ღვინოებმაც, კერძოდ, ამბერ ქისი IWC-სა და IWSC-ის ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა, ამბერ რქაწითელი კი IWC-ის ბრინჯაოთი და IWSC-ის ვერცხლით.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ბოლო წლების განმავლობაში, ქარვისფერი ღვინო უფრო და უფრო პოპულარული ხდება ღვინის მოყვარულებს შორის.

  • „თბილღვინოს“ ახალი ქარვისფერი ღვინოები

ქარვისფერი ღვინის დაყენების ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის და ყურძნის კანისა და წვენის ერთდროულად დავარგების უნიკალური მეთოდით მიიღება.

ამბერ რქაწითელი და ამბერ ქისი ახალი, „თბილღვინოს“ ვენახების 2020 წლის მოსავლისგან დაყენებული ახალი ღვინოებია, მათი მომზადების პროცესები დიდი სიფრთხილითა და კონტროლით მიმდინარეობს.

IWC და IWSC ღვინის მნიშვნელოვანი კონკურსებია, სადაც ღვინის ხარისხს საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი