ახალი ამბებირეკლამა

თბილღვინოს ახალი ქარვისფერი ღვინო

13 აგვისტო, 2021 • 1486
თბილღვინოს ახალი ქარვისფერი ღვინო

„თბილღვინომ“ ქარვისფერი რქაწითელისა და ქისის წარმოება დაიწყო. ეს დახვეწილი და ელეგანტური ღვინოები ყველა კლასიკური ღვინისგან გამოირჩევა ფერითა და არომატით.

ქარვისფერი ღვინო თავგადასავლებისა და სიახლეების მოყვარული ადამიანების არჩევანია.

ამბერ რქაწითელი და ქისი თბილღვინოს ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან მზადდება. ეს არის ღია ქარვისფერი, კომშის და გარგარის ჩირის არომატებით შეზავებული ღვინო, რომელსაც დაბალანსებული სიმჟავე და ტანინის ოდნავი სიხისტეც აქვს.

„თბილღვინოს” ამბერ ქისი

ქარვისფერი ღვინო მსუბუქი, ნაზი არომატით გამოირჩევა  და თევზისა და ფრინველის ხორცის გარდა იდეალურად ეხამება  ძეხვეულს, მძაფრარომატიან ყველს, ზეთისხილსა და სოკოს.

რქაწითელი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ვაზის ჯიშია საქართველოში, მეცნიერების აზრით, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეზე უფრო გვიანდელიც კი. მისგან მაღალხარისხოვანი, კლასიკური ღვინო ყენდება.

„თბიღვინოს” ამბერ რქაწითელი

ქისიც ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. ზოგიერთი მეცნიერი მას მწვანესა და რქაწითელის ბუნებრივ ჰიბრიდად მიიჩნევს. ქისი შედარებით მცირემოსავლიანია, მაგრამ მისგან გამორჩეულად არომატული, მაღალი ხარისხის ევროპული, კახური ტრადიციული, ბუნებრივი ნახევრადტკბილი ღვინო მიიღება.

არქეოლოგიური მტკიცებულებების თანახმად, საქართველოში 8000 წლის წინ მზადდებოდა ღვინო და ინახებოდა თიხის ჭურჭელში, ქვევრში.

ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი ამჟამად გაეროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის, იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის არის შეტანილი.

ქარვისფერი ღვინის ფესვები სწორედ ამ უნიკალურ ტექნოლოგიას უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი