ახალი ამბებირეკლამა

ნონა გაფრინდაშვილი – ჭადრაკის ისტორიაში პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცთა შორის

3 სექტემბერი, 2021 • 1362
ნონა გაფრინდაშვილი – ჭადრაკის ისტორიაში პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცთა შორის

საქართველო ყოველთვის იყო ენთუზიაზმით სავსე ადამიანების ქვეყანა. მათ შორის საპატიო ადგილი უჭირავს ნონა გაფრინდაშვილს, რომელიც გახდა ჭადრაკის ისტორიაში პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცთა შორის.

სწორედ მის გავლილ გზაზე გვიყვება ვიდეო, რომელიც „თბილღვინოსა“ და მარკეტინგული საკომუნიკაციო სააგენტო „Hans & Gruber”-ის კოლაბორაციით შეიქმნა. ეს გზა ზუგდიდის რკინიგზის სადგურიდან იწყება და  კალიფორნიამდე მიდის, იქ,  სადაც ყველაფერი გადაწყდა. ვიდეოს შესახებ “თბილღვინოს” ბრენდ მენეჯერს, მარიამ ჯანდიერს ვესაუბრეთ.

ნონა გაფრინდაშვილი გაუკვალავ გზაზე

ნონა გაფრინდაშვილი იყო პირველი ქალი, რომელმაც ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა და შეძლო ერთი შეხედვით შეუძლებელი – გახდა ჭადრაკის ისტორიაში პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცთა შორის.

“ნამუშევარში მთავარი პერსონაჟის ფიქრები, ემოციები და განცდები მხატვრულად არის გადმოცემული და გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წარსული ყოველი დიდი წარმატებისთვის, თუ როგორ გაძლიერებს საწყისი წერტილის ცოდნა მიზნისკენ მიმავალ გზაზე, გამარჯვების შემდგომ ახდენილ ოცნებას კი აზრს ანიჭებს და სხვისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა,” – ამბობს მარიამ ჯანდიერი.

ეს კლიპი ალეგორიულად თბილღვინოს ისტორიაზეც მიგვანიშნებს და გვიჩვენებს, როგორი წინააღმდეგობებით სავსეა გზა საერთაშორისო წარმატებამდე, რამდენად რთულია მოუტანო ქართულ ღვინოს მსოფლიო ცნობადობა და წარმატება.

“ამ გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება 2020 წელს ლონდონში, მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის თბილღვინოს საფერავის მიერ მოპოვებული ჩემპიონი წითელი ღვინის ტიტულია, რომელიც პირველია ქართული ღვინის ისტორიაში.

სწორედ თბილღვინოს და ქართული ღვინის ეს უპრეცედენტო წარმატება დავუკავშირეთ ნონა გაფრინდაშვილის გზას საქართველოდან მსოფლიო წარმატებამდე,” – აღნიშნავს მარიამ ჯანდიერი.

„თბილღვინოს“ საფერავი - პირველი ქართული ღვინო, რომელმაც ლონდონში კონკურსის მთავარი ჯილდო მიიღო

ღვინო საქართველოდან

„თბილღვინომ“ და მარკეტინგულმა საკომუნიკაციო სააგენტო „Hans & Gruber”-მა თანამშრომლობა 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყეს.

საწყისი პროექტის ფარგლებში კომპანიებმა მიზნად დაისახეს „თბილღვინოსთვის“ გამორჩეული, აქამდე აუთვისებელი პოზიციის შერჩევა.

როგორც მარიამი გვიყვება, შედეგად, შეიქმნა  ანიმაციური კლიპი, რომელშიც ღვინის 8000 წლოვანი ისტორიაა გაცოცხლებული, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებთან ერთად. 

“კლიპის დასასრულს კი მაყურებელს ვუზიარებთ სურვილს, ვიყოთ ამ ისტორიის გამგრძელებელი. ამ პოზიციის დადასტურებას ემსახურება ჩვენი სლოგანიც – „ღვინო საქართველოდან“.

მიმდინარე კამპანიით ეს სლოგანი მეტად განვავრცეთ და დავაზუსტეთ, რომ „თბილღვინო“ არა მხოლოდ აგრძელებს 8000 წლიან ისტორიას, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ავრცელებს ქართულ ღვინოს და მის პოპულარიზაციაზე ზრუნავს.”

ჭიქა ღვინო და ერთი ამბავი

„თბილღვინოს“ მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ერთ-ერთი მიმართულებაა “ჭიქა ღვინო და ერთი ამბავი”.

ეს არის ღირსშესანიშნავი ქართველების საინტერესო და უცნობი ისტორიები, რომლებიც მათი ცხოვრების სხვადასხვა მნიშვნელოვან მომენტს აღწერს და აუდიო კლიპების სახით ვრცელდება.

ასევე ვიდეო მიმართულება, სადაც ჩვენი თანამედროვე, სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე საინტერესო ადამიანები ღვინოსთან დაკავშირებულ ისტორიებს მოგვითხრობენ.

ღვინის ხარისხზე მუდმივი ზრუნვა, საერთაშორისო კონკურსებზე ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობების ყოველწლიურად წარდგენა და შედეგად, ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ენთუზიასტების მიერ გაკეთებული გამორჩეულად დადებითი შეფასებები, მსოფლიოს მასშტაბით უფრო და უფრო მეტ ადამიანს აცნობს ქართულ ღვინოს და მის განსაკუთრებულ თვისებებს,” – აღნიშნავს მარიამ ჯანდიერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი