ახალი ამბებირეკლამა

ირაკლი აბუსერიძეს დიდი სურვილი აქვს რაგბი სათანადო სიმაღლეზე დააბრუნოს – საკანდელიძე

20 დეკემბერი, 2020 • 2231
ირაკლი აბუსერიძეს დიდი სურვილი აქვს რაგბი სათანადო სიმაღლეზე დააბრუნოს – საკანდელიძე

 30 დეკემბერს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო კენჭისყრაა. კენჭისყრაზე სამი კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ცხრა ნომერი ირაკლი აბუსერიძე, აბუ.

როგორც აუდიტმა აჩვენა რაგბის კავშირის ფინანსური მდგომარეობა არც ისე კარგად გამოიყურება ამიტომაც გადავწყვიტეთ პირველი კომენტარი აბუს გუნდის CFO – სგან, სანდრო საკანდელიძისგან აგვეღო. სანდრო ყოფილი მორაგბეა, რომელმაც რამდენიმე სანაკრებო კეპის მერე თავისი მომავალი ფინანსებში დაინახა. სანდროს, ფინანსურ ჰედად, ნამუშვარი აქვს სხვადასხვა ქვეყნის დიდ საერთაშორისო კომპანიაში, მაგალითად AES Ukraine, Socar Georgia Gas და ასე შემდეგ. 

როგორ აღმოჩნდი რაგბში და რა მოგწონს ამ სპორტში?

ოთხმოცდაათიანების დასაწყისი იყო, ეზოში უაზროდ ვატარებდით დროს. მეგობარმა ჩამოიარა და მითხრა რაგბზე მივდივარო, გავყევი და შევრჩი კიდევაც ამ სპორტს. ყოჩებში დავიწყე თამაში და ყოჩებშივე დავასრულე, არ შემიცვლია კლუბი. რაგბი ადამიანს ვაჟკაცურ საწყისებს უვითარებს, მოზარდს ფიზიკურ განვითარებაში ეხმარება და რაც ჩვენი დროისთვის ძალიან მნიშვნელოვანიარაგბი ამცირებს აგრესიას, მაშინ როცა მოედანზე შეგიძლია შენს თავს და შენს თანატოლებს დაუმტკიცო შენი ვაჟკაცობა, მოედნის გარეთ აგრესიის გამოყენება აღარ გჭირდება

რატომ თვლი რომ აბუ კარგი პრეზიდენტი იქნება?

აბუ უკვე წლებია რაგბით ცხოვრობს. დიდი სურვილი აქვს რაგბი სათანადო სიმაღლეზე დააბრუნოს. მისი გრძელვადიანი გეგმა ქმედითია და ჩვენი ხედვები ემთხვევა ერთმანეთს, რაც მთავარია მის ირგვლივ ძალიან კარგი გუნდია შეკრებილი, ხალხი რომელსაც საჭირო ცვლილებების განხორციელება შეუძლიათ.

როგორი ფინანსური მდგომარეობა აქვს ახლა რაგბის კავშირს?

სავალალო. 2020 წელი რაგბის კავშირმა 10 მილიონიანი დავალიანებით დაიწყო. დავალიანება არ არის დაბალანსებული შესაბამისი აქტივებით, რაც ცალსახად კრიზისზე მეტყველებს. ამ კრიზისისკენ სტაბილურად მივდიოდით წლების განმავლობაში. აუდირებული ფინანსური ანგარიშების წარმოების შემდეგ ყოველ წელს ჩანს გადახარჯვა/ზარალი საშუალოდ 2-3 მილიონი ლარი წელიწადში

რა არის გამოსავალი?

5 წლის წინ ჩვენი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ წინა მენეჯმენტმა შეძლო და დაიწყო ფინანსური აღრიცხვის წარმოება. შემოვიყვანეთ აუდიტორული კომპანია და ასე თუ ისე, დღეს, გვაქვს ფინანსური სურათის ნახვის საშუალება. თუმცა აღრიცხვის საკითხი კვლავაც დასახვეწია, რადგან ის დაგვიანებით და გარე რესურსის ჩარევით კეთდება. ფინანსური აღრიცხვის გარდა საჭიროა ფინანსური რესურსების სწორი განაწილება და კონტროლი, მათ შორის საბიუჯეტო კონტროლი, რაშიც ასევე სავალალო მდგომარეობაა

თუ არ ჩავთვლით გაყიდული მიწებიდან მისაღებ შემოსავალს, რომელიც ისევ ძირითადი საშუალებების გასანვითარებლად უნდა იყოს მიმართული, რაგბის კავშირს არ გააჩნია სათანადო აქტივები ახლანდელი ვალდებულებების გადასაფარად, ამიტომაც დავალიანების რესტრუქტურიზაცია და მათი სასპონსორო პაკეტებში გაცვლა არის ერთერთი გამოსავალი

ასევე საჭიროა ხარჯების ოპტიმიზაცია, რაც გულისხმობს უშედეგო და ნაკლები შედეგის მომტანი ხარჯების აღმოფხვრას

ეს ღონისძიებები ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემს, თუმცა საკმარისი მაინც არ იქნება. შემდეგი ნაბიჯი დამატებითი ფინანსების მოზიდვაა. რაგბის კავშირის ხარჯების ნაწილი, რომელსაც ის საკუთარი შემოსავლებიდან აფინანსებს შესაძლოა პროექტებად გაიწეროს და მასზე შესაბამისი დაფინანსება იყოს მოპოვებული, რაც საშუალებას მოგვცემს გამონთავისუფლებული თანხები მივმართოთ დავალიანების დასაფარად.

კიდევ არის ერთი პროექტი რომელის იდეაც 1 წლის წინ გამიჩნდა და რომელსაც საბოლოო სახის მიცემის შემდეგ გავაჟღერებთ. 

რაგბიში ერთი წესის შეცვლა რომ შეგეძლოს რომელ წესს შეცვლიდი?

თამაშის ტემპს ხშირად აგდებს შერკინების წესები. Შერკინების წესებს გავამარტივებდი, რომ ნაკლები პაუზა იყოს თამაშის დროს.


ინტერვიუს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი