ახალი ამბები

შსს-ს განცხადება კაცზე, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა

20 დეკემბერი, 2020 • 1014
შსს-ს განცხადება კაცზე, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა

შსს განცხადებას ავრცელებს კაცზე, რომელიც თბილისში, მას შემდეგ დააკავეს, რაც თავის აფეთქებით დაიმუქრა. უწყების თანახმად, 1991 წელს დაბადებული პირი მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებითაა დაკავებული.

განცხადების თანახმად, კაცი ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.

“გამოძიებით დადგინდა, რომ [კაცმა] რომელიც გლდანის რაიონში, ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თანნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციელებმა [მასთან] აქტიური მოლაპარაკებების შედეგად შეძლეს სიტუაციის დროულად განმუხტვა და მისი დაკავება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი