ახალი ამბები

თბილისში დააკავეს კაცი, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა

19 დეკემბერი, 2020 • 874
თბილისში დააკავეს კაცი, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა

პოლიციამ თბილისის ერთ-ერთ უბანში დააკავა კაცი, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა. შემთხვევა დღეს, 19 დეკემბერს მოხდა. დაკავების ფაქტი “ნეტგაზეთს” შსს-ში დაუდასტურეს.

მუქარის დროს კაცი საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ეჭირა ხელში დაკავებულს და იყო თუ არა ეს მართლაც ხელყუმბარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დეტალებზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი