ახალი ამბები

814 პირი დაჯარიმდა რეგულაციების დარღვევის გამო ბოლო 24 საათში

19 დეკემბერი, 2020 • 650
814 პირი დაჯარიმდა რეგულაციების დარღვევის გამო ბოლო 24 საათში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათიში პანდემიასთან ბრძოლისთვის დაწესებული რეგულაციების დარღვევის 814 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული კოდექსით ისჯება და მისთვის 2 000-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული.

გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 711 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა 20-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი