ახალი ამბები

ქუთაისი-ბაღდათის გზაზე ავტოავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა

18 დეკემბერი, 2020 • 787
ქუთაისი-ბაღდათის გზაზე ავტოავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისი-ბაღდათის გზაზე დღეს, 18 დეკემბერს, ავტოავარია მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უთხრეს, რომ ორი დაშავებული სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.

იმავე გზაზე რამდენიმე დღის წინ ავტოავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი — ცოლ-ქმარი და მათი 16 წლის შვილი — ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი