ახალი ამბები

უზენაეს სასამართლოში ლევან თევზაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს

18 დეკემბერი, 2020 • 1481
უზენაეს სასამართლოში ლევან თევზაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს

უზენაეს სასამართლოში მოსამართლე ლევან თევზაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. პროცესში არ მონაწილეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ირაკლი შენგელია, რომელიც თევზაძის ცოლის ძმაა.

საბჭოს სხდომაზე, რომელიც უზენაეს სასამართლოში დღეს, 18 დეკემბერს იმართება, არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს ორ წევრს, ზაზა ხარებავს და თამარ ღვამიჩავას მიმართა, რომლებიც მისი თქმით, ირაკლი შენგელიას ნათესავები არიან. კერძოდ, მისი თქმით, ღვამიჩავა თევზაძის ცოლის ძმის ნათესავია, ხარებავას კი შენგელიასთან ნათელმირონობა აკავშირებს.

მიუხედავად ჯანეზაშვილის განცხადებისა, საბჭოს ორივე წევრმა განაცხადა, რომ თვითაცილების საფუძველი არ აქვთ. ლევან თევზაძე აცხადებს, რომ ზაზა ხარებავას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობის პერიოდიდან იცნობს და სამსახურებრივის გარდა, მასთან არანაირი კავშირი არ აქვს, თამარ ღვამიჩავა კი დღევანდელ სხდომაზე პირველად ნახა:

“არ მაკავშირებს ლევან თევზაძესთან არც მეგობრული და არც ნათესაური კავშირი”, – განაცხადა საბჭოს არამოსამართლე წევრმა თამარ ღვამიჩავამ. ზაზა ხარებავამ კი თქვა, რომ თვითაცილების საფუძველი არ არსებობს.

ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ინტერესთა კონფლიქტი, თუმცა მისი მოსაზრება არც საბჭოს წევრებმა და არც მოსამართლეობის კანდიდატმა არ გაითვალისწინეს.

თევზაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში 2019 წელსაც მონაწილეობდა, თუმცა მაშინ საკუთრი კანდიდატურა მოხსნა.

გვერდიდან თუ შევხედავთ, ცოტა უხერხულობას იწვევს – თავაძე საკუთარ თავისადმი ხმის მიცემაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი