ახალი ამბები

ახალი სანქციები კადიროვის გარემოცვის, მათ შორის, ცხენების მწვრთნელის წინააღმდეგ

10 დეკემბერი, 2020 • 1091
ახალი სანქციები კადიროვის გარემოცვის, მათ შორის, ცხენების მწვრთნელის წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. ეს ქმედება გულისხმობს სანქცირებულთა წინააღმდეგ სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას და მათი საბანკო ანგარიშების/აქტივების გაყინვას.

კერძოდ, სანქციები დაუწესეს ჩეჩნეთის მმართველის, რამზან კადიროვის გარემოცვის წევრებსა და  ჩეჩნეთში რეგისტრირებულ რამდენიმე კომპანიასა და სპეცდანიშნულების რაზმს.

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შორის არიან:

  • ჩეჩნეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დანილ მარტინოვი;
  • ჩეჩნეთის ვიცე-პრეზიდენტი ვაჰიტ უსმაევი;
  • კადიროვის წარმომადგენელი ზიაიდ საბსაბი;
  • კადიროვის ცხენების მწვრთნელი სატიშ სიმარი;
  • კადიროვის წარმომადგენელი ევროპაში ტიმურ დუგაზაევი;
  • აჰმედ კადიროვის ფონდი;
  • საფეხბურთო კლუბი “გროზნოს ახმატი”;
  • ჩემპიონატი “ახმატი”;
  • “ახმატ MMA”;
  • “ჩეჩნეთის მინერალური წყლები”;
  • “მეგასტროინვესტი”.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, მათ სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს:

  • ჩეჩნეთის ქალაქ არგუნის პოლიციის ყოფილი უფროსი აიუბ კატაევი;
  • ჩეჩნეთის შს მინისტრის მოადგილე აპტი ალაუდინოვი და ასევე სპეცდანიშნულების რაზმი “ტერეკი”.

აღნიშნილ ადამიანებსა და კომპანიებს აშშ და ბრიტანეთი მიიჩნევენ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დამრღვევებად და ხელშემწყობებად. კერძოდ, სანქციების საფუძვლად მიუთითებენ, რომ ისინი პირაპირ აფინანსებდნენ, ან მონაწილეობდნენ ჩეჩნეთში ლგბტ პირთა გატაცებაში, წამებასა და მკვლელობებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი