ახალი ამბები

ახალი პარლამენტის I სხდომა 11 დეკემბერს დაინიშნა

8 დეკემბერი, 2020 • 1165
ახალი პარლამენტის I სხდომა 11 დეკემბერს დაინიშნა

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.

შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა. განკარგულების მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

პირველ სხდომას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი. სხდომას დაესწრება ცესკოს თავმჯდომარეც. ის პარლამენტის წევრის ფიცის ტექსტს წაიკითხავს. ახალი პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს სრული შემადგენლობის ორი მესამედის, ე.ი. 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით “ქართულ ოცნებას” პარლამენტში 90 დეპუტატი ეყოლება — 60 პროპორციული სიით და 30 მაჟორიტარი.

საარჩევნო სუბიექტების მანდატების რაოდენობის შესახებ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების მიხედვით

რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, კანონიერ ძალაში შესულია საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომელთა საფუძველზეც, 30-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ წევრებად არჩეული არიან №41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატები“.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ამ დრომდე გრძელდება ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

უმრავლესობას შეუძლია, კენჭი არ უყაროს ოპოზიციის გასვლას პარლამენტიდან – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი