ნეტგაზეთი | ავარიაში მოყვა სასწრაფო, რომელსაც სხვა ავარიისას დაშავებული გადაჰყავდა ავარიაში მოყვა სასწრაფო, რომელსაც სხვა ავარიისას დაშავებული გადაჰყავდა – Netgazeti
RU | GE  

ავარიაში მოყვა სასწრაფო, რომელსაც სხვა ავარიისას დაშავებული გადაჰყავდა

3 დეკემბერს ჩხოროწყუში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პირველი ინციდენტისას ერთი პირი დაშავდა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი კი, რომელსაც დაშავებული კლინიკაში გადაჰყავდა, ასევე ავარიაში მოყვა.

ორივე ინციდენტი საღამოს საათებში მოხდა. მეორე ავარიისას სასწრაფო დახმარების ავტომობილს, რომელსაც პირველი ინციდენტისას დაშავებული კლინიკისკენ მიჰყავდა, სხვა ავტომანქანა შეეჯახა. დაშავდნენ როგორც ექიმები, ისე ორივე ავტომობილის მძღოლი. ისინი პირველი ავარიის დროს დაშავებულ პირთან(პაციენტთან) ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, მეორე ავტოავარიასთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ფოტო: My city – Chkhorotsku

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან