შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ დიღმის ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით დაცვის თანამშრომლის წევრი დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ  27 ნოემბერს პირი ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 000-ზე მეტი ლარის ოდენობის თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

„ვინაიდან ბრალდებული ი.ჯ. არის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას“, – ამბობს შსს.