ახალი ამბები

იუსტიციის სახლი “სამარცხვინოს” უწოდებს 25-ლარიან ვაუჩერზე გამოხმაურებას

2 დეკემბერი, 2020 • 1342
იუსტიციის სახლი “სამარცხვინოს” უწოდებს 25-ლარიან ვაუჩერზე გამოხმაურებას

ახალშობილთა მშობლებისთვის 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერის გადაცემასთან დაკავშირებით გამოხმაურებებზე იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყება აცხადებს, ინფორმაცია სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა და დაინტერესებულმა პირებმა პროექტის დისკრეტიდაცია სცადეს.

იუსტიციის სახლი განმარტავს, რომ 25-ლარიანი ვაუჩერი არის ერთ-ერთი კომპონენტი სასაჩუქრე პაკეტთან ერთად და ის არის არა დახმარება, არამედ საჩუქარი კერძო სექტორისა და იუსტიციის სახლისგან იმ მშობლებისა და ბავშვებითვის, ვინც იუსტიციის სახლში დაბადების მოწმობის ასაღებად მივა.

“იუსტიციის სახლი წუხილს გამოთქვამს, თუკი ვინმესთვის ჩვილის დაბადების ამ ფორმით მილოცვა, არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დასაცინი გახდა. კიდევ უფრო სამწუხარო და სამარცხვინოა ეს პროცესი მაშინ, როდესაც საქმე ეხება სოციალურად დაუცველ ახალშობილებს, რომლებისთვისაც უკვე მეოთხე წელია, იუსტიციის სახლი “გეფასთან” ერთად გასცემს საჩუქრებს”, — აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს მიმართავენ შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის, 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემენ.

უწყების განცხადებით, მშობლების ასევე მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე.

იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს

მასალების გადაბეჭდვის წესი