ახალი ამბები

საქართველოს საელჩო თურქეთში მოქალაქეებს ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს

1 დეკემბერი, 2020 •
საქართველოს საელჩო თურქეთში მოქალაქეებს ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს

საქართველოს საელჩო ანკარაში  მოქალაქეებს თურქეთის სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს.

“თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 21:00-დან 05:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას, პარასკევის 21:00-დან ორშაბათის 05:00 საათამდე. აღნიშნული რეგულაცია ძალაში შედის ხვალ, პირველ დეკემბერს, 21:00 საათიდან! ამასთან, ახალი რეგულაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, სავაჭრო ცენტრებში შესასვლელად უნდა წარადგინოთ ე.წ. “HES” კოდი”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩოს ცნობით, ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

განცხადებაში მითითებულია საკონტაქტო ნომრებიც, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაციის მიღება.

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26


თურქეთში კორონ ვირუსის 838 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე გარდაიცვალა 13,700-ზე მეტი ადამიანი. მთავრობამ ახალი შეზღუდვების მიღების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში 25 ნოემბრიდან ვირუსის გავრცელების მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი