ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გამყრელიძის თქმით, ამგვარი ეპიდვითარების პირობებში 3 იანვრიდან სრული ლოქდაუნი არ განიხილება

28 დეკემბერი, 2020 • 1136
გამყრელიძის თქმით, ამგვარი ეპიდვითარების პირობებში 3 იანვრიდან სრული ლოქდაუნი არ განიხილება

დღეს გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების ტემპები შენარჩუნდება ისე, როგორაც ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაშია, 3 იანვრის შემდეგ სრული ლოქდაუნი არ განიხილება.

ამირან გამყრელიძის თქმით, 3 იანვრიდან კვლავ ამოქმედდება 2-თვიანი გეგმით გათვალისწინებული შეზღუდვები. რეგულაციების გამკაცრება კი ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

“ამაზე [სრული ლოქდაუნი] მსჯელობა არ ყოფილა, ჩვენ ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ სიტუაცია იქნა მსგავსი, როგორიც დღესაა, ეს საკითხი არ იქნება განხილული. მაგრამ იქნება ის ყველაფერი, რაც ორთვიანი გეგმითაა განხიულული. 3 იანვრიდან რჩება ის შეზღუდვები ძალაში, რაც ორთვიანი გეგმით იყო გამოცხადებული”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, რეგულაციების დაცვის პირობებში, ინფიცირების შემთხვევები შემცირდება და სრული ჩაკეტვა საჭირო არ იქნება.

“გამკაცრება დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. თუ წავალთ იმ შეზღუდვებით, რაც გვაქვს და პირბადეს ვატარებთ სწორად, მაშინ სერიოზულად შეგვიმცირდება ინფიცირების რაოდენობა და მდგომარეობა და ეს საკითხი არ იქნება განხილული”, – ამბობს გამყრელიძე.


ქვეყანაში 24 დეკემბრიდან დროებით შემსუბუქდა მანამდე არსებული რეგულაციები. შესაძლებელი გახდა დიდ სავაჭრო ცენტრებში ვაჭრობა, თუმცა საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კვლავ აკრძალულია.

რომელი შეზღუდვები იხსნება 24 დეკემბერს და რომელი რჩება ძალაში

მასალების გადაბეჭდვის წესი