კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ლუქსემბურგის მიერ ინტერპოლის არხებით ძებნილი პირი დააკავეს. შსს-ს თანახმად, ის 1972 წელს არის დაბადებული, უკრაინის მოქალაქეა და ევროპის მასშტაბით განსაკუთრებული სტატუსით ძებნილთა სიაშიც ირიცხება.
“გამოძიებით დადგენილია, რომ [დაკავებული] თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირადღირებულ ავტომობილს უკანონოდ დაეუფლა.
შემდეგ კი, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან ერთად უკანონოდ დაუფლებული ქონების – ავტომობილების ლეგალიზება მოახდინა”, – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულს ლუქსემბურგის კანონმდებლობით ედავებიან დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქურდობას, კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფების შექმნა/წევრობასა და ფულის გათეთრებას.