ახალი ამბები

კრიზისული ცენტრები და ცხელი ხაზი ძალადობის მსხვერპლთათვის

27 ნოემბერი, 2020 • 3196
კრიზისული ცენტრები და ცხელი ხაზი ძალადობის მსხვერპლთათვის

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო უერთდება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას და ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერსა და კრიზისული ცენტრების მისამართებს აქვეყნებს.

სააგენტოს ცნობით, დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, მათ შორის, შეხვედრის ჩანიშვნა პანდემიის დროს, მოქალაქეებს შეუძლიათ, 24 საათის განმავლობაში დარეკონ ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო უფასო ცხელ
ხაზზე – 116 006. კონსულტაცია შესაძლებელია 8 ენაზე (ქართული ენის ჩათვლით) და ანონიმურობა დაცულია.

დღეისათვის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე, საქართველოს მაშტაბით, ფუნქციონირებს ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების 5 კრიზისული ცენტრი. კრიზისული ცენტრის მომსახურებები მიეწოდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად).

კრიზისული ცენტრი ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს (დამოკიდებულ პირთან ერთად) უზრუნველყოფს დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრისით თბილისის კრიზისულ ცენტრში (გარდა სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისა, როცა ასეთი ძალადობა არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ან ტრეფიკინგის ნიშნით), ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებით, პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით (გარდა სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისა, როცა ასეთი ძალადობა არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ან ტრეფიკინგის ნიშნით), სამართლებრივი დახმარებით ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის და სხვა მომსახურებით.

კრიზისული ცენტრების მისამართებია:

  • თბილისი (24- საათიანი მომსახურება/სადღეღამისო საცხოვრისით), დღის მომსახურებ(ებ)ის მიღება შესაძლებელია — სამუშაო დღეებში 09:00-დან 18:00 საათამდე. მისამართი: თბილისი, ბუდაპეშტის ქ. N 28;
  • ქუთაისი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: ქუთაისი, დუმბაძის ქ. N 59-61;
  • გორი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: გორი, ბარნოვის ქ. N9ა;
  • მარნეული (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: მარნეული, რუსთაველის ქ. N 41, ბ. 48;
  • ოზურგეთი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: ოზურგეთი, გრიბოედოვის ქ. N 21, ბ. 1.

მასალების გადაბეჭდვის წესი