ახალი ამბები

მონებო – აქცია და დაკავებები ბათუმის საოლქო კომისიასთან

21 ნოემბერი, 2020 • 802
მონებო – აქცია და დაკავებები ბათუმის საოლქო კომისიასთან

„სირცხვილია“, „მონებო“, „მოღალატე“ – ამ და სხვა შეძახილებით მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრები ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან საუბნო კომისიების წარმომადგენლებს დახვდნენ. მათი ნაწილი უკვე დააკავა პოლიციამ. ჯერჯერობით უცნობია დაკავებულთა ოდენობა.

საუბნო კომისიების წარმომადგენლებმა საოლქო კომისიაში შემაჯამებელი ოქმები მიიტანეს და ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრებმა სწორედ მათ მოუწყვეს ერთგვარი “სირცხვილის დერეფანი”.  აქციის დროს მომხდარი შეხლა – შემოხლის დროს პოლიციამ რამდენი აქტივისტი დააკავა.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნებში ბათუმში ამომრჩევლების 24.35-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ, რომელიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი