ახალი ამბები

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს – სუს

21 ნოემბერი, 2020 • 546
საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს – სუს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.

“უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”, – აღნიშნავს უწყება.

სუს-ის თქმით, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი