დღეს, 2020 წლის 21 ნოემბერს, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გარდაიცვალა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი).
ამის შესახებ ინფორმაცია “საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს.
გუშინ, 20 ნოემბერს კი კორონავირუსით გარდაიცვალა ბორჯომის და ბაკურიანის ეპისკოპოსი.
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 927 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. დადასტურებულ ინფიცირებულთა რაოდენობამ კი, 21 ნოემბრის მონაცემებით, 100 ათასს გადააჭარბა.