ახალი ამბები

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა

20 ნოემბერი, 2020 • 1555
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც “ნეტგაზეთს” საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, გარდაცვალების მიზეზი, სხვა თანხმელებ დაავადებებთან ერთად, კორონავირუსი გახდა.

ეპისკოპოსი ლაზარე, (ერისკაცობაში დიმიტრი სამადბეგიშვილი) დიაკვნად 1981 წელს ეკურთხა. სხვადასხვა დროს ის იყო ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის და სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძრის მდვდელმსახური, ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორი. 2014 წელს ახლად შექმნილი გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მღვდელმთავრად ეკურთხა. 2017 წლიდან კი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად გადმოიყვანეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი