ახალი ამბები

კახიანი ფიქრობს, რომ ოპოზიციას დებატების ეშინია

17 ნოემბერი, 2020 • 718
კახიანი ფიქრობს, რომ ოპოზიციას დებატების ეშინია

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას აშინებს არჩევნების საკითხზე დებატების იდეა.  აღნიშნულის შესახებ მან “რუსთავი2”-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, დებატებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ გახმიანებული შეთავაზება დემონსტრირებაა იმისა, რომ “ქართული ოცნების” მხარეს არის სიმართლე.

“საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, ვინ არის მართალი. ეს მოხდება და ამის ეშინიათ. ნიშანდობლივიც არის მათი პოზიცია, რომ მაინცდამაინც არ მიესალმნენ ჩვენს ამ ინიციატივას. თუ მართალი ხარ, რატომ უნდა გეშინოდეს დებატების? მათ რიტორიკაში შიში დავინახე მე ამ დებატების მიმართ. იმედი მაქვს, ეს დებატები შედგება”, – თქვა მან.

გიორგი კახიანმა არჩევნების გაყალბების თაობაზე ოპოზიციის ბრალდებებს “ციფრების რახარუხი” უწოდა და თქვა, რომ აღნიშნულს არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან.


ირაკლი კობახიძის შეთავაზებასთან დაკავშირებით დებატებში მიწვევის შესახებ ოპოზიციას ამ დრომდე არ გაუცია ოფიციალური ერთიანი პასუხი “ქართული ოცნების” ლიდერისთვის.

პარტიებში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე სხვა ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ერთობლივი გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ ფორმატთან პრობლემა არ აქვთ და დებატებისთვის მზად არიან, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციასთან ღია ეთერში დებატებს წინასაარჩევნო პერიოდში თავი აარიდა, ამ შეთავაზების უკან პარტიების ნაწილი სხვა განზრახვას ხედავს.

კობახიძე ოპოზიციას დებატებს სთავაზობს

მასალების გადაბეჭდვის წესი